როგორ გავაკეთოთ ვიდეო ქართული სუბტიტრებით
ვიდეო ქართული სუბტიტრებით რამდენიმე წუთში მზადდება: ატვირთეთ ვიდეო GeoCaptions-ში, აირჩიეთ სუბტიტრების სტილი და დააჭირეთ „სუბტიტრების დამატებას“. ქართული მეტყველების ერთ წუთს დაახლოებით 13–33 წამი სჭირდება. შემდეგ გადახედავთ მონიშნულ სიტყვებს და ჩამოტვირთავთ ვიდეოს ჩაწერილი სუბტიტრებით ან SRT ფაილს. იმავე გზით უცხოენოვან ვიდეოსაც დაამატებთ ქართულ სუბტიტრებს – თარგმანით.
ნაბიჯ-ნაბიჯ
- ატვირთეთ ვიდეო. ფაილი ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან; საუკეთესოდ MP4 და MOV მუშაობს. მიუთითეთ, რა ენაზე ლაპარაკობენ, ან აპს მიანდეთ ამოცნობა. ყველაფერი ბრაუზერში ხდება, ინსტალაციის გარეშე.
- აირჩიეთ სტილი. შრიფტი, ფერები და ზომა TikTok-ის, Reels-ისა და Shorts-ისთვის; შედეგი მაშინვე ჩანს თქვენს ვიდეოზე.
- დააჭირეთ „სუბტიტრების დამატებას“. ყოველი სიტყვა ამოიცნობა და ხმას დროში ზუსტად ერგება; ნათქვამი რიცხვები ციფრებად იწერება.
- შეამოწმეთ და ჩამოტვირთეთ. ყოველი სიტყვა ქართულ ლექსიკონს ედარება და საეჭვოები ცალკე სიაში გხვდებათ. გაასწორეთ ისინი, შემდეგ დააჭირეთ „ვიდეოს ჩამოტვირთვას“ MP4-ისთვის, ან გახსენით „სუბტიტრების ფაილები“ SRT-ის, VTT-ის ან უბრალო ტექსტისთვის.
ჩაწერილი სუბტიტრები თუ SRT ფაილი?
- ჩაწერილი სუბტიტრები (MP4) ტექსტი თავად ვიდეოს ნაწილია და ყველგან ჩანს: TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, მესენჯერით გაგზავნილ ვიდეოშიც კი. აირჩიეთ, თუ ვიდეოს პირდაპირ აქვეყნებთ.
- სუბტიტრების ფაილი (SRT) ტექსტი ცალკე ფაილშია, ყოველი სტრიქონი თავისი დროით. YouTube-ზე მაყურებელი თავად ჩართავს ან გამორთავს; CapCut-ში, Premiere Pro-სა ან DaVinci Resolve-ში კი მონტაჟისას ჩასვამთ.
უცხოენოვანი ვიდეო ქართული სუბტიტრებით
თუ ვიდეოში ინგლისურად, რუსულად, თურქულად ან სხვა ენაზე ლაპარაკობენ, GeoCaptions მეტყველებას ამოიცნობს და ქართულ სუბტიტრებად თარგმნის – 93 სალაპარაკო ენიდან ნებისმიერიდან. ყოველი წინადადება მოწმდება და საეჭვო ინიშნება; თარგმანი წუთში 2 კრედიტი ღირს, უფასო გეგმაზეც. გამოქვეყნებამდე თარგმანი წაიკითხეთ და ატვირთეთ მხოლოდ ის ვიდეო, რომლის გამოყენების უფლებაც გაქვთ.
რჩევები, რომ ქართული სუბტიტრები კარგად იკითხებოდეს
- შრიფტი ყველა ასოთი ზოგ შრიფტს ქართული ასოები აკლია ან კუდები ეჭრება. გამოსცადეთ ქართული შრიფტების ტესტით.
- აპის ღილაკებისგან მოშორებით TikTok-სა და Reels-ში ქვედა და გვერდითი ღილაკები ტექსტს ფარავს. ნახეთ, სად არის უსაფრთხო, უსაფრთხო ზონის შემოწმებით.
- მოკლე სტრიქონები ტელეფონზე ერთ-ორ მოკლე სტრიქონს თვალი უფრო სწრაფად კითხულობს, ვიდრე გრძელ ტექსტს.
- ძლიერი კონტრასტი ღია ფერის ტექსტი მუქი კონტურით ან ფონით ნებისმიერ კადრზე იკითხება.
კითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ
რამდენი დრო სჭირდება?
ქართული მეტყველების ყოველ წუთს დაახლოებით 13–33 წამი სჭირდება. შემოწმება კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი სიტყვაა მონიშნული.
უფასოა?
თვეში 3 უფასო კრედიტი გერიცხებათ, ბარათის გარეშე; 1 კრედიტი = სუბტიტრების 1 წუთი. უფასო ვიდეოს GeoCaptions-ის პატარა ლოგო აქვს, რომელსაც ნებისმიერი ფასიანი გეგმა ხსნის.
შემიძლია ტელეფონიდან გავაკეთო?
დიახ. GeoCaptions ბრაუზერში მუშაობს, ტელეფონზეც და კომპიუტერზეც; აპის ჩამოტვირთვა არ გჭირდებათ.
რამდენად ზუსტია ქართული სუბტიტრები?
ყოველი სიტყვა 510 000-სიტყვიან ქართულ ლექსიკონს ედარება და საეჭვოები ინიშნება, ასე რომ, მხოლოდ მათ ასწორებთ. ავტომატურ სუბტიტრებში შეცდომა მაინც შეიძლება იყოს, ამიტომ გამოქვეყნებამდე გადახედეთ.
წაიკითხეთ შემდეგ
სცადეთ თქვენს შემდეგ ვიდეოზე
თვეში 3 უფასო წუთი; ბარათი და ინსტალაცია არ სჭირდება.